პრემიერლიგაში 4 თუ 5 ტურია დარჩენილი და გაცხარებული ბრძოლებია ევროთასებზე მოსახვედრად. კარგა ხნის გარკვეულია, რომ ჩემპიონი „სიტი“ გახდება, ეს უკვე ამ ტურში შეიძლება გაფორმებულიყო, მაგრამ გადაიდო – მანჩესტერში „იუნაიტედის“ ფანებმა „ლივერპულთან“ პრინციპულ თამაშამდე, პროტესტი მოინდომეს და შეიძლება არც თავად ფიქრობდნენ ასე თუ შეტოპავდნენ – სასტუმროდან მოყოლებულებმა ჯერ სტადიონთან გადაინაცვლეს, მერე კი უშუალოდ მოედანზეც თავად შევიდნენ და ფეხბურთელებს თამაშის საშუალება არ მისცეს. ამაზე ცალკე წაიკითხეთ.
„სიტიმ“ მეორე ტაიმში გატეხა „კრისტალ პალასი“ და წუთებს ითვლის ჩემპიონობამდე. პირველი გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა, რაც კლუბის ყველა დროის ბომბარდირს კარგა ხანია არ გაუკეთებია.
„ჩელსისთვის“ ყველა დარჩენილ მატჩი ფინალივითაა. უკან იმდენი ვიღაცის სუნთქვას ისმენს და იმდენი გუნდი მისდევს მე-4 ადგილისთვის, რომ კარგი ნერვებია საჭირო. როგორც ჩანს, ტუხელს და მის ბიჭებს შეუძლიათ ემოციების კონტროლი (არ დაგვავიწყდეს მეორე ფრონტი – ჩემპიონთა ლიგა). ლონდონელებმა გავარდნისთვის განწირული „ფულჰემი“ კაი ჰავერცის დუბლით დაამარცხეს. წინა ტურში „არისტოკრატებმა“ უმნიშვნელოვანესი და იქნებ გადამწყვეტი თამაშიც მოუგეს კონკურენტ „ვესტ ჰემს“, მაგრამ ახლა ისეთი შეხვედრა ელოდებათ, მთელი ძალების მობილიზება დასჭირდებათ: მომდევნო ტურში „ჩელსი“ მანჩესტერში „სიტის“ ესტუმრება, სადაც „ქალაქელები“ დიდი ალბათობით ჩემპიონობის განაღდებას შეეცდებიან.
თუ „ჩელსიმ“ „ეტიჰადზე“ ქულები დაკარგა, ეს იქნება შანსი „ტოტენჰემისთვის“, „ვესტ ჰემისთვის“, „ლივერპულისთვის“… აი „ევერტონი“ კი ალბათ ჩამოშორდა, აბა საშინაო თამაშის წაგება ასეთ დროს უმოტივაციო გუნდთან, როგორ შეიძლება. ლივერპულელები სავარაუდოდ ევროპა ლიგის საგზურსაც ვეღარ შეწვდებიან.
მართალია „ლესტერი“ მე-5 ადგილოსანს გვარიანად უსწრებს (პოტენციურ მეხუთეადგილოსანს 5 ქულით), მაგრამ ბოლო ტურებში მაინც ფრთხილად უნდა იყოს და ქულების კარგვას შეეშვას. თუმცა „მელიებს“ უფრო ის თუ დაემუქრებათ, რომ „ჩელსი“ გადაასწრებს მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში, ოთხეულიდან გავარდნა მაინც მოულოდნელი იქნება.
„არსენალმა“ პირველად მოიგო ბოლო 4 მატჩში.
არტეტა: „არსენალი“ აკონტროლებდა თამაშს. ჩვენ ასეთი მძლავრი თამაში გვჭირდება“.
გარეთ ბეილმა სამი გოლი გაიტანა, რაც მას არ გაუკეთებია 5 წელია ევროპულ ჩემპიონატებში. თუმცა 2018 წელს ჰეთ-თრიქი შეასრულა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე.
პრემიერლიგა – 34-ე ტური
საუთჰემპტონი – ლესტერი 1:1
კრისტალ პალასი – სიტი 0:2
ბრაიტონი – ლიდსი 2:0
ჩელსი – ფულჰემი 2:0
ევერტონი – ასტონ ვილა 1:2
ნიუკასლი – არსენალი 0:2
ტოტენჰემი – შეფილდი 4:0
მანჩესტერი – ლივერპული გადაიდო
ორშაბათი, 3 მაისი
ვესტ ბრომვიჩი – ვულვერჰემპტონი
ბარნლი – ვესტ ჰემი
GIPHY App Key not set. Please check settings