სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) ევროპის ტოპ 5 ლიგის გუნდების რეიტინგი შეადგინა. ძირითადი კრიტერიუმი გახლდათ შემადგენლობის ჯამური ღირებულება.
სამუშაო სპეციალური ალგორითმის გამოყენებით შესრულდა. იჯარით მოთამაშე ფეხბურთელები არ ჩაუთვლიათ.
გამოთვლების თანახმად, პირველი სამი ადგილი პრემიერლიგის კლუბებმა დაიკავეს. პირველი ოცეული ასე გამოიყურება:
- «სიტი» (ინგლისი) – 1,280 მლრდ ევრო;
- «მანჩესტერი» (ინგლისი) – 1,214 მლრდ ევრო;
- «ჩელსი» (ინგლისი) – 946 მლნ ევრო;
- «ბარსელონა» (ესპანეთი) – 896 მლნ ევრო;
- «ბაიერნი» (გერმანია) – 890 მლნ ევრო;
- «ლივერპული» (ინგლისი) – 868 მლნ ევრო;
- «რეალი» (ესპანეთი) – 846 მლნ ევრო;
- «პსჟ» (საფრანგეთი) – 808 მლნ ევრო;
- «ბორუსია» დორტმუნდი (გერმანია) – 687 მლნ ევრო;
- «ატლეტიკო» (ესპანეთი) – 662 მლნ ევრო;
- «იუვენტუსი» (იტალია) – 618 მლნ ევრო;
- «ლაიპციგი» (გერმანია) – 590 მლნ ევრო;
- «ტოტენჰემი» (ინგლისი) – 586 მლნ ევრო;
- «არსენალი» (ინგლისი) – 563 მლნ ევრო;
- «ბაიერი» (გერმანია) – 537 მლნ ევრო;
- «ლესტერი» (ინგლისი) – 480 მლნ ევრო;
- «ინტერი» (იტალია) – 469 მლნ ევრო;
- «მილანი» (იტალია) – 434 მლნ ევრო;
- «სევილია» (ესპანეთი) – 425 მლნ ევრო;
- «რომა» (იტალია) – 415 მლნ ევრო.
GIPHY App Key not set. Please check settings