in

ინგლისური დომინაცია მეორად ევროპაზე: ფინალისტები ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, გაირკვა ევროპის რანგით მეორე და მესამე ტურნირების ფინალისტების ვინაობა. ევროპა ლიგაზე ეს ფაქტობრივად ცნობილი იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა: ფინალი ინგლისურია: 21 მაისს, ბილბაოში ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერი“ შეხვდებიან.

ბოდო გლიმტი – ტოტენჰემი 0:2 (პირველი შეხვედრა 1:3)
გოლები: 0:1 სოლანკე (63), 0:2 პორო (69)

მანჩესტერი – ბილბაო 4:1 (პირველი შეხვედრა 3:0)
გოლები: 0:1 ხაურეგისარი (31), 1:1 მაუნტი (72), 2:1 კაზემირო (79), 3:1 ჰეილუნდი (85), 4:1 მაუნტი (90+1)

“ტოტენჰემი” ევროპა ლიგის ფინალში 1984 წლის შემდეგ პირველად გავიდა (მაშინდელი უეფას თასი) – სულ გადამწყვეტ მატჩში სამჯერ ითამაშეს და ორჯერ გაიმარჯვეს.

“მანჩესტერი” ევროტურნირების ფინალში 2021 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.

“მანჩესტერი” ამ სეზონში ევროტურნირებზე ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია – 9 მოგება და 5 ფრე.

კონფერენს ლიგაზე ერთი ფინალისტი ცნობილი იყო, ასევე ინგლისური გუნდი, გასარკვევი რჩებოდა მისი მეტოქე და აქ საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც უფრო იღბლიანი ესპანური „ბეტისი“ აღმოჩნდა.
28 მაისს, ვროცლავში ფინალში ერთმანეთს „ბეტისი“ და „ჩელსი“ შეხვდებიან.

ფიორენტინა – ბეტისი 2:2 (ძირ. დრო 2:1. პირველი შეხვედრა 1:2)
გოლები: 0:1 ანტონი (30), 1:1 გოსენსი (34), 2:1 გოსენსი 42), 2:2 ეზალზული (97)

ჩელსი – იურგორდენი 1:0 (პირველი შეხვედრა 4:1)
გოლი: დიუზბერი-ჰალი (38)

„ჩელსი“ ევროტურნირების ფინალში 2021 წლის შემდეგ პირველად გავიდა – მაშინ ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო.

“ბეტისი” პირველად ითამაშებს ევროტურნირების ფინალში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა უკვე მეექვსეა: ოქროს ბურთის პრეტენდენტების ახალი ათეული

ჩემპიონთა ლიგას პსჟ მოიგებს