„სიტიმ“ მე-11 გამარჯვება მოიპოვა ზედიზედ („ვესტ ბრომვიჩი“ გაანადგურა 5:0) და პრემიერლიგის სათავეში მოექცა.
„სიტი“ გახდა მე-9 გუნდი, რომელმაც პრემიერლიგის სათამაშო დღე პირველ ადგილზე დაასრულა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 34 წლის განმავლობაში.
ილქაი გიუნდოგანმა 7 გოლი გაიტანა პრემიერლიგის ბოლო 8 მატჩში.
„ვესტ ჰემმა“ პირველად მოიგო 6 მატჩი ზედიზედ წლის დასაწყისში. მოიესის გუნდი მე-4 ადგილზეა.
ბატშუაიმ პირველად გაიტანა პრემიერლიგაში 2019-ის ოქტომბრის შემდეგ.
„ჩელსი“ პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლ სპორტსმენებს „ვულვერჰემპტონთან“ მატჩი წინ. ცერემონია ბანაკებში მოკლულ 20 სპორტსმენს მიეძღვნება, რომელთაგან 17 ებრაული წარმოშობის იყვნენ. 27 იანვარი – ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.
ერიქსენმა „ინტერში“ პირველად გაიტანა თითქმი ნახევარი წლის განმავლობაში. დანიელმა „მილანს“ სათასო მატჩში გადამწყვეტი ჯარიმა გაუტანა (97-ე წთ – 2:1).
ზლატანმა „ინტერს“ 8 გოლი გაუტანა „მილანის“ რიგებში. ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა გუნდს.
კონტეს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს მსაჯის შეურაცხყოფის გამო.
ლუკას ვასკესი დიდი ალბათობით წავა „რეალიდან“ (As).
„ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ კლუბის პრეზიდენტის არჩევნები 7 მარტს გაიმართება.
„ბარსელონამ“ მოთამაშეებს დეკემბრის ხელფასი ვერ გადაუხადა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტი აიღო. კლუბი დავალიანების გასტუმრებას თებერვალში ჰპირდება.
„ბარსას“ კიდევ 29 მლნ ევრო აქვს მისაცემი „ლივერპულისთვის“ კოუტინიოს ტრანსფერისთვის.
„ბარსელონას“ ვალი თითქმის 1.2 მილიარდი ევროა. კლუბს სურს საკრედიტო გადასახადები გადაავადოს.
GIPHY App Key not set. Please check settings