in

ინგლისი ფინალზე ჩალიჩობს, ფანები ბაიერნს ედავებიან, გრიზმანი მერსედესში მივიდა – ამბები მოკლედ

„ბარსელონამ“ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი: 26 მოგება, საერთო ანგარიში – 128:5. საუბარი ქალთა გუნდზეა.

მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა „რეალი“ ჩაიბაროს, თუ ზიდანი „იუვენტუსში“ წავა (Calciomercato).

დიდი ბრიტანეთის სპორტის მინისტრი მოლაპარაკებებს მართავს ჩემპიონთა ლიგის სტამბოლიდან გადატანის შესახებ.

New York Times: უეფამ შეიძლება სტამბოლს 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისცეს.

„ბარსას“ ჰგონია, რომ ნეიმარმა ის გამოიყენა. ბრაზილიელი ამბობდა, რომ დაბრუნება სურდა, თვითონ კი პსჟ-თან კონტრაქტი გააგრძელა (RAC1).

ვერატიმ მუხლი იტკინა პსჟ-ს ვარჯიშზე. ეცროპის ჩემპიონატზე თამაში საეჭვო გახდა.

ანტუან გრიზმანი „მერსედესის“ ბოქსებს ეწვია ესპანეთის გრან-პრიზე და ლუის ჰემილტონთან ისაუბრა.

„მანჩესტერს“ დორტმუნდიდან ბელინგემის წაყვანა უნდა და არა სანჩოსი. „ბორუსია“ არ აპირებს 17 წლის ჰავბეკის გაყიდვას.

„ნაპოლის“ ფეხბურთელებს სურთ, რო გატუზო გუნდში დარჩეს. ჯენაროზე ამბობენ შესაძლოა „ფიორენტინაში“ მივიდეს მწვრთნელადო.

„ბაიერნის“ ფანებმა ჩემპიონთა ლიგის რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი მოაწყვეს და კლუბის ხელმძღვანელობას მიმართეს, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი უეფას რეფორმას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო, ფოტო: 150 ტრაქტორი და ფაერები – ასე გააცილეს გუნდი გადამწყვეტ მატჩზე

ლა ლიგის ბედი მსაჯმა გადაწყვიტა? დიდი ბრაზიანობა მადრიდში – რეალმა ვერ მოიგო და პირველზე ატლეტიკო დატოვა (35-ე ტური)