კომპანია FiveThirtyEight-ის გამომთვლელმა მანქანამ პრემიერლიგაში „სიტის“ ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა, რომელმაც „ლივერპულს“ 12 ქულით უნდა გაუსწროს.
მესამეზე „მანჩესტერი“ გავა („ლივერპულს“ 2 ქულით ჩამორჩება), ხოლო ლიგიდან გავარდებიან „ფულჰემი“, „შეფილდი“ და „ვესტ ბრომვიჩი“, რომლებიც ისედაც გასავარდნ ზონაში ყურყუტებენ.
„თითოეულ გუნდს აქვს შეტევისა და დაცვის რეიტინგი. შეტევის რეიტინგია – გოლები, რომელსაც გუნდი სავარაუდოდ გაიტანს საშუალოდ. დაცვის რეიტინგი გაშვებული გოლების მოსალოდნელი რაოდენობაა. ეს რეიტინგები SPI-ის საერთო რეიტინგს იძლევა, რაც ქულების პროცენტს ნიშნავს. მოგება 3 ქულით ფასდება, ფრე 1-ით და წაგებაზე ქულა არ ერიცხება“, – განმარტავს ორგანიზაცია.
ალგორითმებიდან გამომდინარე ჩემპიონი 85 ქულით „სიტი“ გახდება, რომლის ბურთების შეფარდება +53 იქნება.
საბოლოო სრული ცხრილი აგერ იხილეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings