ბუკაიო საკა 2022/23 წლების პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
პროფესიონალი ფეხბურთელების ასოციაციის (PFA) გამოკითხვაში პრემიერლგის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ჯილდოზე პრეტენდენტები ასევე იყვნენ გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), ერლინგ ჰოლანდი („სიტი“), ჯეიკობ რემზი („ასტონ ვილა“), ევან ფერგიუსონი („ბრაიტონი“) და მოისეს კაისედო („ჩელსი“).
საკა ასევე მოხვდა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების 6 ნომინანტში.
წინა სეზონში საკამ 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი გააკეთა „არსენალში“ ჩატარებულ ჩემპიონატის 38 მატჩში
GIPHY App Key not set. Please check settings