in

ინგლისისკენ: მიქაუტაძე პრემიერლიგაში გადასულ გუნდს ისევ სურს

ინგლისის პრემიერლიგაში მომდევნო სეზონში „ბარნლი“ ითამაშებს. ამ გუნდმა მარათონულ ჩემპიონშიპში დიდი უპირატესობა მოიპოვა და ვადაზე ადრე გაინაღდა ელიტაში თამაში. გუნდის მთავარი მწვრთნელი ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელი ვინსენ კომპანია. ჩვენთვის ეს ამბავი იმით არის საინტერესო, რომ ამ გუნდს საქართველოს ნაკრების ფორვარდს, გიორგი მიქაუატაძეს უკავშირებენ.

„ბარნლის“ მწვრთნელი პირადად არის დაინტერესებულ ქართველ-ფრანგი თავდამსხმელით.

ცოტა ადრე სოცქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ „ბარნლის“ მწვრთნელი ფეხბურთელს ესაუბრა.
„რამდენიმე თვის წინ გიორგი მიქაუტაძის WhatsApp-ზე ინგლისური ნომრიდან ზარი დაფიქსირდა – „გამარჯობა ჟორჟ, მე ვინსენ კომპანი ვარ…“

მაშინ ტრანსფერი ფასმა ჩაშალა, გადამწყვეტ ფაზაში შესული მოლაპარაკების მიუხედავად. ინგლისელები 3.5 მილიონს იხდიდნენ, როდესაც „მეცი“ 5 მილიონს ითხოვდა.

მას შემდეგ შეიცვალა ის, რომ „ბარნლი“ ოფიციალურად გადავიდა პრემიერლიგაში, არ შეცვლილა ინტერესი – მიქაუატაძე რჩება ამ გუნდის ინტერესის სფეროში.

გავიხსენოთ ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელით იტალიური გუნდებიც არიან დაინტერესებული და ყველაზე მეტჯერ „უდინეზე“ ახსენეს.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოდი დავტკბეთ: ეს სულ სხვა თამაში იქნება – რას ამბობენ მწვრთნელები მატჩამდე

პსჟ-ს ისტორიის საუკეთესოები ხელოვნურმა ინტელექტმა დაალაგა: შედეგი გასაკვირია