ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩები დასრულდა.
ამ კვირაში 100%-იანი მაჩვენებელი აქვს პრემიერლიგის გუნდებს – 4-დან 4 მოგება და 12 ქულა. „სიტიმ“ დაშალა „ბრიუგე“ (5:1), „ლივერპულმა“ აჯობა „ატლეტიკოს“ (3:2), „ჩელსის“ არ გაჭირვებია „მალმიოსთან“ (4:0) და „მანჩესტერმა“ მოატრიალა თამაში „ატალანტასთან“ (3:2).
ლა ლიგის კლუბებს 10 ქულა აქვთ 5 შეხვედრაში . „რეალმა“ გაანადგურა „შახტარი“ (5:0), „ბარსელონამ“ მოუგო კიევის „დინამოს“ (1:0), „ვილიარეალი“ სტუმრად „იანგ ბოიზს“ გაუსწროდა (4:1). „სევილიამ“ ქულები გაიყო „ლილთან“ (0:0), უქულოდ დარჩა „ატლეტიკო“.
იტალიელებმა 2 მატჩი მოიგეს და 2-იც წააგეს. „იუვენტუსმა“ ბოლოს გატეხა „ზენიტი“ (1:0), „ინტერმა“ გააჩერა „შერიფი“ (3:1). „მილანმა“ წააგო „პორტოსთან“ (0:1), ხოლო „ატალანტამ“ „მანჩესტერთან“ (2:3).
გერმანულ გუნდებს შორის წარმატებული მხოლოდ „ბაიერნი“ აღმოჩნდა, რომელმაც მატჩის ბოლო ნაწილში დაშალა „ბენფიკა“(4:0). დანარჩენმა სამმა ბუნდესლიგელმა კი წააგო. „ბორუსია“ შერცხვა „აიაქსთან“ (0:4), „ლაიპციგი“ დამარცხდა პსჟ-სთან (2:3), ხოლო „ვოლფსბურგი“ – „ზალცბურგთან“ (1:3).
ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი ქულა ინგლისელებმა მოაგროვეს
გერმანულმა და იტალიურმა გუნდებმა უკეთ ითამაშეს: რომლის გოლია უკეთესი
GIPHY App Key not set. Please check settings