ინგლისელები სულ უფრო და უფრო უმატებენ პროტესტს. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „სიტი“ და „ჩელსი“ გავიდნენ, ერთბაშად რამდენიმე გავლენიანმა პირმა მოითხოვა, რომ ფინალური მატჩი სტამბოლიდან გუნდების მშობლიურ ქვეყანაში გადაიტანონ. პირველი „ასტონ ვილა“ დაფაცურდა და უეფას შეთავაზა, რომ თამაში „ვილა პარკზე“ ჩაატაროს.
ბრიტანელები ჩემპიონთა ლიგის ფინალის ინგლისში გადატანას ითხოვენ
„ვილელებმა“ თავიანთი არენა კი შეთავაზეს ალტერნატიულ ვარიანტად, მაგრამ განაცხადის მისაღებად საჭირო გახდება მოკლე დროში ინფრასტრუქტურაში ცვლილებების შეტანა. გავრცელებული ინფორმაციით, უეფას ჯერ ისევ სტამბოლში სურს ფინალის ჩატარება.
ინგლისში ეჭვობენ, რომ გამგზავრებაზე არსებული შეზღუდვების გამო ბევრი გულშემატკივარი ვერ წავა ფინალზე.
ფინალი 29 მაისს სტამბოლის ოლიმპიურ სტადიონზეა დანიშნული.
უეფა და ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ მატჩზე 25 ათას მაყურებელს შეუშვებენ, აქედან 4-4 ათასს მონაწილე გუნდების ფანები მიიღებენ.
ფინალზე 25 ათასი მაყურებელი იქნება: ფინალისტებს 4 ათასს აძლევენ
GIPHY App Key not set. Please check settings