ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მეორე ვერცხლის მედალი პარაძიუდოისტმა ინა ქალდანმა (-70 კგ) მოუპოვა.
ინა ქალდანმა იპონით პირველ ეტაპზე მექსიკელ ალვარეს რუვაკალბას წუთსა და 8 წამში აჯობა, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელ იაპონელ კაზუსა ოგავას 2 წუთსა და 3 წამში სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. 24 წლის ქართველი პარაძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან ვაზარით დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ინა ქალდანი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც ოლიმპიადებისა და პარალიმპიადების ისტორიაში საჭიდაო სახეობების ფინალში გასვლა მოახერხა.
ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ეს საქართველოს მეორე მედალია. შეგახსენებთ, რომ მანამდე ვერცხლი ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.
GIPHY App Key not set. Please check settings