საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ერთა ლიგაზე და ერთნაირი ანგარიშით – უკრაინაის შემდეგ 0:1 ახლა შინ ალბანეთთან. თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის წევრმა ლუკა ლოჩოშვილმა:
“იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც გვქონდა. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები”.
GIPHY App Key not set. Please check settings