საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ბერძნული “პრომეთეასი” ჩაიბარა. საბერძნეთის უმაღლესი საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთმა წამყვანმა გუნდმა ზუროსს კონტრაქტი გაუფორმა, რომლის საფუძველზეც ის “პრომეთეასის” მთავარი მწვრთნელი იქნება და გუნდს საბერძნეთის ჩემპიონატთან ერთად ევროთასზეც გაიყვანს.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ “პრომეთეასთან” მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა – აღნიშნა ჩვენთან საუბარში ილიას ზუროსმა – ამ გუნდში ყველა პირობა იქნება საიმისოდ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობაში ხელი არ შემეშალოს. პირიქით, კლუბში მუშაობა ჩემთვის აუცილებელიც იყო, რადგან მუდმივად კალათბურთით ვიქნები დაკავებული. აქამდეც სულ კალათბურთში ვიყავი ჩართული, მაგრამ სულ სხვაა, როცა მთელი სეზონი პროფესიულად მუშაობ და სულ საქმეში ხარ, მონაწილეობ ოფიციალურ მატჩებში, თანაც სად – საბერძნეთის ჩემპიონატში და ევროთასზე, რომელიც ძალიან დაძაბული და მაღალი დონისაა”.აქამდეც გქონდათ საკმაოდ მაღალი დონის კლუბისგან შემოთავაზება, მაგრამ უარი თქვით.
ესპანეთის ჩემპიონატის და ევროლიგის წესები განსხვავებულია. ამ ტურნირებში მოთამაშე კლუბების მთავარი მწვრთნელი არ უნდა იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. კონტრაქტს ესპანეთის უმაღლესი ლიგის გუნდი “ბურგოსი” მთავაზობდა, მაგრამ რადგან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვერ ვიმუშავებდი, ამ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ზოგადად, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისთვის მიზანშეწონილი და კარგია კლუბში მუშაობა, რადგან ესაა დიდი გამოცდილების, პროფესიული ზრდის საშუალება. უამრავი მაგალითი შემიძლია დავასახელო: რაღა შორს წავიდეთ, საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი “პერისტერის” მთავარი მწვრთნელია. ასევე ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელიც კლუბშია დაკავებული და კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება.”
ქალაქ პატრასის გუნდი “პრომეთეასი” საბერძნეთის მიმდინარე ჩემპიონატში 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მე-2 ადგილზეა. წინა სეზონში პატრასელებმა შიდაჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავეს.
GBF.GE
GIPHY App Key not set. Please check settings