საქართველოს ნაკრებს რაღაც იღბალი ვერ წყალობს. ჯერ იყო და ევრობასკეტამდე თორნიკე შენგელია გამოგვაკლდა. მერე და მდევრის როლში მყოფმა გუნდმა თითქოს შემოტრიალებული გახსნის მატჩი მაინც წააგო ბელგიასთან და ძირითადი დროის დასრულებას ცოტა რომ აკლდა, გუნდს არც მეტი არც ნაკლები გოგა ბითაძე გამოაკლდა.
გოგამ მანამდე იტკინა ფეხი, მაგრამ მალე დაუბრუნდა მოედანს და… თამაში ვეღარ გააგრძელა. ნამატჩევს ილიას ზუროსმა ჯერ არ ვიცით რა სიმძიმისაა გოგას დაზიანებაო.
ბოლო ინფორმაციით კი, ბითაძეს სერიოზული ტრავმა არ აქვს. სამედიცინო თვალსაზრისით სპორტსმენს ასეთ დროს შეუძლია თამაში, მაგრამ ახლა მთავარია თავად გოგა როგორ იგრძნობს თავს. ბევრი რამ გამოჩნდება დღეს საღამოს ვარჯიშზე, რომელიც მედიისთვის დახურულია.
არც ის გამოვრიცხოთ, რომ მწვრთნელმა თუნდაც ხვალინდელ შეხვედრაში (ესპანეთთან) დაასვენოს და გადამწყვეტი მატჩებისთვის შემოინახოს.
GIPHY App Key not set. Please check settings