„ბოხუმისა“ და გლადბახის „ბორუსიას“ შეხვედრა შეწყდა და ვერ ჩამთავრდა. მიზეზი – გვერდითა მსაჯს ლუდის ჭიქა მოხვდა თავში.
69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ, ერთ-ერთმა მაყურებელმა გვერდით არბიტრს კრისტიან გიტელმანს საკმაოდ დიდი ზომის საგანი თავში მოარტყა. მთავარმა მსაჯმა ბენიამინ კორტუსმა მატჩის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მასპინძელი ფეხბურთელები გულშემატკივრების დაშოშმინებას შეეცადნენ, ხოლო გლადბახელები გასახდელში წავიდნენ.
პაუზა 20 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგ გამოაცხადეს, რომ მატჩი აღარ განახლდებოდა.
დაზარალებული მსაჯი საავადმყოფოში წაიყვანეს და მას მცირედი დახმარება გაუწიეს.
„ბოხუმმა“ მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და დამნაშავის ძიებას შეუდგა. კლუბმა ლუდსროლია ქომაგს სულ იდიოტი უძახა.
“ბაიერნმა” ორი ფრის მერე მოიგო, ბოლო დროს არც თუ კარგად მოთამაშე “უნიონს” უპრობლემოდ აჯობა. სადებიუტო გოლი შეაგდო პსჟ-ს გაზრდილმა 19 წლის ნიანზუმ, მაგრამ ის ორმა რეკორდმა გადაფარა – ლევანდოვსკის 30-გოლიანმა ზღვარმა და ნოიერის გამარჯვებების რაოდენობამ.
“ბაიერნი” ისევ დაუსხლტა “ბორუსიას”. დორტმუნდელბი თავიდანვე კი უგებდნენ ევროსაგზურისთვის მებრძოლ “კიოლნს”, მაგრამ პირველ ტაიმშივე გაუშვეს და მერე გოლი ვერცერთმა ვეღარ გაიტანა.
ოთხეულისთვის მებრძოლთა შორის მარტო “ბაიერს” გაუმართლა. ლევერკუზენელებმა თამაშის ბოლოს, პაულინიოს გვიანი დუბლით გატეხეს “ვოლფსბურგი”. მათთვის კარგი ის იყო, რომ მდევრებმა ქულები დაკარგეს – “”ლაიპციგმა” და “ფრაიბურგმა” ფრედ ითამაშეს, ხოლო “ჰოფენჰაიმმა” სულაც წააგო გასაცოდავებულ “ჰერტასთან”.
გასავარდნი ზონიდან ამოძვრა “შტუტგარტიც”, რომელმაც ბოლო სამიდან 2 მოიგო და 1 ფრე ითამაშა. ცხრილის ქვემოთაც დიდი დაძაბულობაა.
ლევანდოვსკიმ 30+ გოლი გაიტანა ბუნდესლიგის 5 სეზონში. ასეთი რამ მარტო გერდ მიულერს გამოსვლია.
მანუელ ნოიერი ბუნდესლიგის აბსოლუტური რეკორდსმენია მოგებული თამაშების რაოდენობით – 311.
ლევანდოვსკიმ 45 გოლი გაიტანა ამ სეზონში „ბაიერნში“ ჩატარებულ 37 მატჩში.
დორტმუნდის “ბორუსიას” სტუმრად 6 მატჩია არ წაუგია.
“ვოლფსბურგი” ზედიზედ 12 მატჩია “ბაიერს” ვერ უგებს.
“უნიონს” ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოგება აქვს, ხოლო სტუმრად 4 თამაშია გოლი არ გაუტანია.
“ფრაიბურგს” 6 მატჩია არ აგებს, ისე კი მეოთხედ ითამაშა 0:0, რაც ყველაზე მეტია.
“ჰერტამ” პირველად მოიგო 9 მოუგებელი თამაშის შემდეგ.
“ჰერტა” ამ სეზონში ყველა საშინაო მატჩში იტანს გოლს.
“შტუტგარტი” ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელაც არცერთ საშინაო შეხვედრაში კარი მშრალად არ შეუნახია.
პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ ტაიმში 3 პენალტი დაინიშნა. ასევე ისტორიაში პირველად სამი 11-მეტრიანი სამმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა (მაინცი-არმინია – 65-დან 79 წუთამდე).
ბუნდესლიგა – XXVII ტური
ბოხუმი – გლადბახი 0:2-ზე ჩაიშალა
შტუტგარტი – აუგსბურგი 3:2
მაინცი – არმინია 4:0
ჰერტა – ჰოფენჰაიმი 3:0
ფიურტი – ფრაიბურგი 0:0
ბაიერნი – უნიონი 4:0
ლაიპციგი – აინტრახტი 0:0
ვოლფსბურგი – ლევერკუზენი 0:2
კიოლნი – დორტმუნდი 1:1
16 მარტი
მაინცი – დორტმუნდი 0:1
GIPHY App Key not set. Please check settings