in

თუ შანსი იქნება, აუცილებლად ვითამაშებ: ბითაძე სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა

გოგა ბითაძის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ბელგიასთან მატჩიდან ფეხის ტკენის გამო გასულმა ცენტრმა სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და დაზიანება მსუბუქი ხასიათის აღმოჩნდა. ბითაძე გუშინ საღამოს საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშზეც იყო, მაგრამ დაისვენა და მდგომარეობის განვითარებას დაელოდება.

თემურ ხვედელიძე (ეროვნული ნაკრების ექიმი):

„რა თქმა უნდა, ესპანეთთან თამაშის შანსს არ გამოვრიცხავთ, თუმცა ვნახავთ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა როგორ წარიმართება. კოჭზე შეშუპება არის. ჩემს ასისტენტს, თორნიკე გოგიჩაიშვილს ექოსკოპიაზე ჰყავდა წაყვანილი.
ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ მედიცინაში საშუალო სიმძიმედ ითვლება. გოგა არც შაბათ დილით ივარჯიშებს, შესაბამისად შუადღისას გადაწყდება მისი თამაშის საკითხი.“

გოგა ბითაძე:

„ცოტა მიჭირს სიარული და მოძრაობა, მაგრამ ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, მივხედავთ ტრავმას და თუ ვიქნები მზად და პატარა შანსიც იქნება, აუცილებლად ვითამაშებ.“

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას 21:00 საათზე დღეს ფავორიტ ესპანეთთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ხვიჩა იქნება: სპალეტი პირველი მატჩის თერთმეტეულს უბრუნდება

მოგვარდა: ზურიკო დავითაშვილი ბორდოს ფეხბურთელია