„ნაპოლიში“ საქმე ისე მიდის, რომ ახალი მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდება. ბუნებრივია ყველას სჭირდება გარანტიები, პირველ რიგში, კარგი შემადგენლობა, მით უმეტეს, რომ ესპანელ სპეციალისტზე (თუ მივა კლუბში) ზეწოლა უკვე არის – ნეაპოლელი ქომაგები და სპეციალისტები გარკვეულ შედეგებს მოითხოვენ, მწვერვალზე დარჩენა კი მარტივი არ არის.
ცხადია, უპირველესად საუბარი გოლეადორ ვიქტორ ოსიმენსა და ჩვენს ხვიჩა კვარაცხელიაზეა. არადა, ნიგერიელში იმხელა თანხებს იძლევიან, წასვლის რეალური კანდიდატია. მაგრამ ირკვევა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ლუის ენრიკეს თავად დაურეკა და უთხრა, რომ ოსიმენისა და კვარაცხელიას გაშვება არ უნდა და საერთოდ, შემადგენლობას შეინარჩუნებს, პირველ რიგში, სწორედ ნიგერიელს და კვარას.
ლუის ენრიკე 8 მილიონს ითხოვს, პრეზიდენტი მზადაა დაუთმოს: კულიბალი ბრუნდება?
ასევე ირკვევა, რომ ლუის ენრიკეს გუნდში სწორედ ქართველისა და ოსიმენის დარჩენის გარანტია სჭირდება.
კვარაზე ადრეც გვეწერა, რომ კონტრაქტს უხანგრძლივებენ (2018 წლამდე) და ხელფასსაც უზრდიან – 1.4 მილიონი ევროდან 2.5 მილიონამდე, ხოლო ბონუსებით შესაძლოა 4 მილიონამდე ავიდეს.
ხვიჩა ნაპოლიში რჩება: მალე კონტრაქტი გახანგრძლივდება – რამდენს მიიღებს კვარა
ანალოგიურად, „ნაპოლი“ აპირებს ოსიმენს ხელფასი საგრძნობლად გაუზარდოს და კონტრაქტიც გაუგრძელოს. ოსიმენი ჯერ 4.5 მილიონ ევროს იღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings