საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე შესაძლოა მომდევნო სეზონიდან თურქული “ფენერბაჰჩეს” შემადგენლობაში აღმოჩნდეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქული “ასპორი” იმ ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომელთა მენეჯერებსაც სტამბოლის გრანდი დაუკავშირდა და ზაფხულში მათ გადაბირებას შეეცდება. 11 ფეხბურთელიდან 8 თურქი და 3 უცხოელია. მათ შორის ერთ-ერთი საბაცაა.
ლობჟანიძე თურქული “ჰათაისპორის” ფეხბურთელია და გამორჩეული სეზონი აქვს. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 32 მატჩში 8 გოლი და 8 საგოლე პასია.
33 ტურის შემდეგ, “ჰათაისფორს” 49 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.
საბა ლობჟანიძე “ჰათაისფორის” გარდა, სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოს”, საჩხერის “ჩიხურას”, დანიური “რანდერსისა” და “ანკარაგიუჯუს” ღირსებას იცავდა.
27 წლის ქართველ შემტევს, რომელსაც “ჰათაისპორთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings