თურქული მედიის ინფორმაციით საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე მალე “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდება.
როგორც თურქული წყარო იუწყება, გუნდის ახალმა მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ უკვე ყველაფერი შეათანხმა და არველაძის ინგლისურ გუნდში მისვლა თითქმის გადაწყვეტილია.
24 ტურის შემდეგ, “ჰალ სიტი” ინგლისის ჩემპიონშიპში (რანგით მეორე დივიზიონი) მე-19 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჰალ სიტიში” შესაძლოა შოთას ძმისშვილმა ვატო არველაძემაც ითამაშოს.
GIPHY App Key not set. Please check settings