in

თსუ დიდი ანგარიშით დამარცხდა

ევროპის თასზე საქართველოს ჩემპიონმა, თსუ-მ მესამე მატჩი იტალიაში „ვარეზეს“ წინააღმდეგ ჩაატარა და 83:109 დამარცხდა.

იტალიელებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ორ მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 38-ქულიანი უპირატესობით, 71:33 მოიგეს. თსუ-მ მესამე მეოთხედში გაიბრძოლა, რომელიც 31:17 მოიგო, მაგრამ ეს თამაშის შემოსაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდიდან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კახა ჯინჭარაძე იყო, 17 ქულა ნიკოლა ვუიოვიჩმა ჩააგდო, 14-14 – გიორგი ცინცაძემ და გიორგი ტურძილაძემ, 7 – ალესანდრე ფევაძემ, 6 – რატი ანდრონიკაშვილმა, 4 – კამერონ კრენსტონმა, 2 კი – ნიკა ჩეჩელაშვილმა.

სამი ტურის შემდეგ თსუ-ს 1 მოგება და 2 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 8 ნოემბერს თბილისში, გერმანული „გიოტინგენის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც პირველ ტურში, გერმანიაში ხუთი ქულით, 81:86 დამარცხდა.
მატჩი „თბილისი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოსალოდნელიც იყო: მამარდა ტურის სიმბოლურშია – დღეს დაისვენებს

ჩვენებმა თასებზე ითამაშეს, მიქაუტაძე ისევ თადარიგში დატოვეს – ლეგიონერები