ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის პირველ მატჩში “მილუოკი ბაქსმა” “ფილადელფიას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 118:117 დაამარცხა.
“ბაქსის” რიგებში ახალ გუნდში დემიენ ლილარდის დებიუტი შედგა. გამოცდილმა გამთამაშებელმა 37 წუთში 39 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა. 33 წლის კალათბურთელმა მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე მეტოქის ფარში 3 ქულიანი მოათავსა, რამაც “მწვანეების” გამარჯვება გარდაუვალი გახადა.
იანის ანტეტოკუნმპომ ახალი სეზონი ორმაგი დუბლით გახსნა. ბერძენმა თავი 23 ქულას, 13 მოხსნას, 3 შედეგიან პასსა და 2 ჩაჭრას მოუყარა.
“ფილადელფიას” რიგებში ტაირის მაქსიმ 31 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. ჯოელ ემბიიდმა 24 ქულა, 7 მოხსნა და 6 ჩაჭრა დააგროვა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.
“მილუოკი” მორიგ მატჩს 30 ოქტომბერს “ატლანტა ჰოუქსის” წინააღმდეგ გამართავს.
ფილადელფია” 29 ოქტომბერს “ტორონტო რეპტორსს” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings