in ,

ბრუსკოლოტი ხვიჩას თამაშით კმაყოფილია

სერია A-ს მე-10 ტურში “ნაპოლიმ” “მილანს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

“პარტენოპეის” ყოფილი კაპიტანი ჯაკომო ბრუსკოლოტი “როსონერისთან” დაპირისპირებას გამოეხმაურა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამირ რაჰმანი გააკრიტიკა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯაკომო რასპადორის თამაში კი მოიწონა.

“ყველაზე ცუდი მატჩი ამირ რაჰმანის ჰქონდა. ის მოედანზე გაუგონარ რაღაცებს აკეთებდა, ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა. რაც შეეხება დადებითს, გარემარბების თამაში მომეწონა, კვარაცხელიასა და რასპადორის კარგი თამაში ჰქონდათ”, – განაცხადა ბრუსკოლოტიმ ერთერთი სპორტული ტელეარხის ეთერში.

“მილანთან” ნამატჩევს კომენტარი “ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამაც გააკეთა:

“როდესაც მარცხდები, შეხვედრის ფრედ დასრულება ყოველთვის უკეთესია. გუნდის რეაგირება მომეწონა. ცოტა იღბალიც გვჭირდებოდა, რომელმაც “კვარას” ბოლო შანსისას ზურგი გვაქცია. გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ “მილანი” შესანიშნავი გუნდია. კომპლიმენტები ჩვენს ბიჭებს. ოსიმენის დაბრუნებას ველით, აგრეთვე ანგისას ფორმაში ჩადგომას. როდესაც გუნდში მოვედი, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ რამდენიმე სხვადასხვა სისტემით კარგად უნდა ითამაშონ”.

შეგახსენებთ, “ნაპოლი” მორიგ მატჩს 4 ნოემბერს, “სალერნიტანას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თრილერი Bradley Center-ში

ტენერიფე კვლავ პირველზეა