in

თოკო მაკაბის ფანებს ეჩხუბა: ვირტუსმა ევროლიგაზე წააგო

ევროლიგის 31-ე ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „მაკაბის“ ესტუმრა და ულაპარაკოდ წააგო – 80:111.

ქართველმა კალათბურთელმა 20:37 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში კი მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, ასევე მის ანგარიშზეა 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა.

„მაკაბის“ ფანებმა თორნიკეს მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილების სკანდირება დაიწყეს, რის გამოც ჩვენიანი ტრიბუნებისკენ გაიწია. შენგელია თანაგუნდელებმა დააშოშმინეს.

„ვირტუსი” 13 მოგებითა და 18 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს. იტალიელები მომდევნო მატჩს 30 მარტს, „ეფესის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ამას არ ველოდით: შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა

გინდა ოლიმპიადაზე, უარი თქვი ომზე: რა გადაწყვეტილება მიიღო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსებზე