იოლი გამარჯვებით დაიწყო პლეი ოფი თორნიკე შენგელიას ვირტუსმა, რომელმაც მეოთხედფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ბრინდისი 36-ქულიანი უპირატესობით – 104:68 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა გუნდის სხვა ლიდერების მსგავსად, ქართველი სუპერფორვრდიც ზედმეტად არ დატვირთეს. შენგელია მოედანზე მხოლოდ 16 წუთით გამოჩნდა. თორნიკეს ანგარიშზე 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა.
15 მაისს ვირტუსი კიდევ ერთხელ უმასპინძლებს მეტოქეს, 19-ში კი მას მესამე შეხვედრაში ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings