in ,

თემურ შალამბერიძე: პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებდა

“საბურთალოს” ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე ის ადამიანია, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის აღმოჩენაში დიდი წვლილი შეიტანა.

ის წარსულში ბავშვთა ფეხბურთში მუშაობდა და არაერთ ნიჭიერ ფეხბურთელს გაუკვალა გზა. იტალიური Il Mattino სწორედ მას დაუკავშირდა და ხვიჩას შესახებ ესაუბრა:

“ასეთი მომენტი იყო… როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავიქეცი თბილისის “დინამოს” პრეზიდენტთან. მე ამ გუნდში სკაუტად 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი.

“კვარა” იყო საოცრად ტექნიკური ბავშვი… მოედანზე ძალიან სწრაფად მოძრაობდა, მუდმივად კარისკენ მიისწრაფვოდა, არაფრის ეშინოდა და გოლის გატანას ცდილობდა…

თბილისისგარედან ბიჭის ჩამოყვანა “დინამოს” საკმაოდ ძვირი დაუჯდა. მას შენ უნდა გადაუხადო საცხოვრებლის საფასური და უზრუნველყო სხვადასხვა რამ… თბილისის გარედან კლუბმა ორი ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია აიყვანა და როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.

დღეს ეს ორი ბიჭი ეროვნული ნაკრების ლიდერია. კვარაცხელიას თვისებებს შორის გამაოცა მისმა გამბედაობამ, ყოველთვის უყვარდა მეტოქის მცველების გამოწვევა და დრიბლინგი. მას არ ეშინოდა ერთი-ერთზე ძალების მოსინჯვისა და მეტოქის მცველების… გულწრფელი ვიქნები – ყოველთვის მეგონა, რომ ხვიჩა ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ ეს თუ ასე მალე მოხდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი…

“ნაპოლიში” გადასვლა? – ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს იდეალური კლუბია. ბოლო წლებში მის შეძენას ბევრი ევროპული კლუბი ცდილობდა. ყველა კარგად ვხედავთ, თუ რა მაგრად თამაშობს “ნაპოლი” ამ სეზონში და ვფიქრობ, “კვარა” თამაშის დასახვეწადა და გასავითარებლად იდეალურ ადგილას მოხვდა. 

“დინამოს” აკადემიაში მისვლიდან ხვიჩას მამა მალევე აზერბაიჯანში წავიდა მწვრთნელად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიჭი პრაქტიკულად მარტო დარჩა და ყველაფერს მარტო აკადემიაში სწავლობდა.

“კვარას” ყველა ეხმარებოდა. უნდა გარანტირებული ყოფილიყო ეკონომიკური სიტუაცია, 4-ჯერ კვება დღეში, დიეტოლოგთან სიარული, რომელმაც ფეხბურთელის კვებასა და ზრდაზე უნდა იზრუნოს.

5 თვე ხვიჩასთან მჭიდრო კავშირში გავატარე და მივხვდი, რომ ის არა მხოლოდ ნიჭიერი ბიჭია, არამედ სრულფასოვანი სპორტსმენია!

“რუბინში” ყოფნისას ის კლუბის ბაზაზე ცხოვრობდა და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობდა. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ მისი საუკეთესო თვისება არის მუშაობისადმი მიდრეკილება. ის მხოლოდ მუშაობასა და გაუმჯობესებაზე ფიქრობს”, – ამბობს შალამბერიძე.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცრემლის შემაგრების დროს: მესიმ დაადასტურა, რომ კატარის მუნდიალი მისთვის ბოლო იქნება…

კლოპმა სალაჰის მწირგოლიანობაზე ისაუბრა