in ,

თემურ ქეცბაია:უმადურობა საშინელებაა-ზოგიერთმა უნდა მოკეტოს და გვერდში დაგვიდგეს

კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურის შეხვედრაში ფამაგუსტას “ანორთოსისი” “აეკთან” 1:2 დამარცხდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ გულშემატკივრების და მედიის მიმართ აგრესია ვერ დამალა.

“გარკვეულ ეტაპზე, ყველას უწევს გამოცდის ჩაბარება. როგორც მწვრთნელს და ფეხბურთელებს, ისევე ქომაგს. როგორც ჩანს, ზოგიერთს ავიწყდება, რომ “ანორთოსისი” 13 წელი ტიტულის გარეშე იყო და ის, თუ რა გავაკეთეთ გუნდში ბოლო 2 წელში. უმადურობას თავისი საზღვარი აქვს და ახლა გუნდს მხარდაჭერა სჭირდება.

აქ გუშინ არ მოვსულვართ და დღეს ამ ვითარებაში არ აღმოვჩენილვართ. არ მინდა, გავამხილო მოსამზადებელი ეტაპის დროს რისი გამოვლა მოგვიწია. თუ ეს კლუბი მართლა გიყვართ, მას მხარი უნდა დაუჭიროთ. ყველაფრის პატიება შემიძლია, უმადურობის გარდა. ამიტომ, ზოგიერთმა უნდა მოკეტოს და თუ გუნდი გიყვართ, გვერდში უნდა დაგვიდგეთ,” – განაცხადა თემურ ქეცბაიამ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიპარტელიანი ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირდა: კაპიტანი ბრუნდება?

Plazadeportivo:სილესენი მამარდაშვილს ვერ სჯობს