in

თედო აბჟანდაძე 4 ქულით დაბრუნდა, მაგრამ მისი გუნდი სტად ფრანსესთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მგეზავი თედო აბჟანდაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, “ბრივის” შემადგენლობაში გამოჩნდა. თედომ გუნდში 20 თებერვლის შემდეგ პირველად ითამაშა. საფრანგეთის Top 14-ში თედოს “ბრივმა” “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 28:31 დამარცხდა.

21 წლის ქართველი მოედანზე 56-ე წუთზე ჩაერთო და მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ, “ბრივის” შეტევები გაცილებით მწვავე გახდა და ბოლო 20 წუთში “ბრივმა” 19:7 მოიგო. მასპინძლებმა ბოლო წუთებში სამილე ლელოს დადება მოახერხეს, რომელთაგანაც თედომ ორი გარდასახა და მატჩი 4 ქულით დაასრულა.

ნაკრებში მისმა უცვლელმა მეწყვილემ ვასილ ლობჟანიძემ მასპინძლეთა შორის პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო ბურჯი სოსო ბეკოშვილი მოედანზე ასევე სრული მეორე ნახევრის განმავლობაში იყო. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ პარიზელთა შერკინებაში ვეტერანი ვასილ კაკოვინი ბოლო 32 წუთი იდგა, ხოლო ბორჯღალოსანთა ამ თაობის კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გიორგი მელიქიძე შეცვლაზე 79-ე წუთზეღა შეუშვეს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს თაობის დინამოს ფიზიოთერაპევტი ანზორ გაბიტაშვილი გარდაიცვალა

იძებნება კონკურენცია: დორტმუნდი ოთხეულში შეძვრა (32-ე ტური)