in

თეა წულუკიანი: გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი, ცხენოსნებს არ ჰყავთ ცხენი – ეს უნდა შეიცვალოს

დღეს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფარგლებში სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა ვიხილეთ.

მინისტრმა სპორტზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ სახეობებზე, რომელშიც საქართველოს დიდი ტრადიციები აქვს, მაგრამ დღეს რთულ მდგომარეობაშია.

“ის მაღალი მიღწევები, რაც არაერთ სპორტის სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა რომ ყველა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი – ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არ აქვთ სარბენი ბილიკები და გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავს ცხენი. ეს ასეა და რეალობა ასეთია, მე არც წინა მინისტრობისას ვმალავდი პრობლემებს, ვცდილობდი მათთან გამკლავებას და ასე არის აქაც. შესაბამისად, ეს უთანასწორობა უნდა გასწორდეს”, – თქვა თეა წულუკიანმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო მამუკელაშვილი: ფაქტი, რომ იანისის გვერდით ვვარჯიშობ და შემიძლია მას რამე ვკითხო, უდიდესი ბედნიერებაა

ბრიუს ლის და ვან დამის ინსპირაციით დაწყებული კარიერა – წარმატებული კარატისტი და მწვრთნელი