in

თბილისში მწვრთნელების გადამზადების ტრენინგი ტარდება

15-19 ივლისს, თბილისში, ფრენბურთის მსოფლიო ფედერაციის (FIVB) ეგიდით და მოვლენილი უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელის ხელმძღვანელობით, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ტარდება მწვრთნელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი დონე 1. (Level 1).

ტრენინგის მთავარი მიზანია საქართველოში ფრენბურთის განვითარება, უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მწვრთნელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

ეს ყველაფერი მომავალში ხელს შეუწყობს ფრენბურთის თანამედროვე მეთოდიკის დანერგვასა და სპორტსმენების სწორად განვითარებას, რაც უდიდეს როლს შეასრულებს, როგორც ფრენბურთის დონის ასამაღლებლად, ასევე უმაღლესი შედეგების მოპოვებას ადგილობრივ თუ საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებზე.

კურსს წარუძღვებიან მოწვეული უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი Appie Krinjsen, მისი ასისტენტი Javad Mehregan Shamami და სხვები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი სუპერმარკეტში მივიდა: ვარჯიშზეც იყო, ინტერის გამომწერები კი მრავლდებიან

35-წუთიანი ზღაპარი და 4 ლელო ზელანდიას: ახალგაზრდა საქართველო მსოფლიოში მერვეა