in

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე პრეტენზია ექნება

საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახალაშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალი სტადიონი 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

ირაკლი კობახიძე:
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30 წლის თავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა. ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი. წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ. ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოპ ფრანგები ინგლისში: ანრი პირველია…

შენგელია მატჩის MVP-ია: ვირტუსმა რეჯინა ბრძოლაში დაამარცხა