in

თბილისში ამერიკული სპორტის ფესტივალი გაიმართება: რა გველოდება რიყის პარკში

2 ივლისს, „რიყის პარკში“ ამერიკული სპორტისა და კულტურის ფესტივალი გაიმართება, რომელიც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს (4 ივლისი) ეძღვნება და ამერიკის სპორტისა და კულტურის ასოციაციის ეგიდით ტარდება.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში ამერიკული კულტურის, სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების სფეროში მოქმედი ყველა ინსტიტუციის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ფესტივალში ჩართულია 15-ზე მეტი სპორტულ-კულტურული სახეობა: ამერიკული ფეხბურთი, ბეისბოლი, ქუჩის კალათბურთი (სთრითბოლი), ჩერლიდინგი, დრამსქული, აირსოფტი და სხვა.

ჩატარდება სხვადასხვა აქტიობები, ტურნირები, გათამაშებები, პერფორმანსები.
ტერიტორიაზე განთავსდეა სცენა, სადაც დაუკრავენ ცნობილი ქართველი არტისტები, ხოლო დღის ბოლოს ღონისძიებას დაასრულებს ელექტრონული მუსიკის ივენთი.

ტერიტორია დაიყოფა პავილიონებად, სადაც შეხვდებით ამერიკული ცნობილი ბრენდების კუთხეს, ამერიკულ კულინარიას, სადაც შესაძლებელი იქნება ბურგერების, ჰოთდოგების და სტეიკების დაგემოვნება.

ფესტივალი გაიხსნება 13:00 საათზე და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე წლის აღმოჩენაა

ხვიჩაზე წიგნი გამოუშვეს – კვარადონა: ქართული სასწაული