თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის,საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის სახელი მიენიჭება.
ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაცხადა, სადაც ვიქტორ სანეევის ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ღონისძიება გაიმართა.
ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში, ავსტრალიაში, 3 იანვარს გარდაიცვალა. ლეგენდარულ სპორტსმენს 13 იანვარს, თბილისის დროით 04:55 საათზე, სიდნეიში დაკრძალავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings