საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის “დინამო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას განაგრძობს და “დინამოელებმა” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელეს.
მომდევნო სეზონში “დინამოს” ღირსებას ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი თორნიკე კირკიტაძე დაიცავს, რომელიც ბოლოს თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. მოგეხსენებათ, “ლოკომოტივი” ფინანსური კრიზისის გამო დაიშალა და შემდეგი სეზონიდან სრულიად განსხვავებული გუნდით წარსდგება.
25 წლის ფეხბურთელმა “დინამოსთან” 2+1 კონტრაქტი გააფორმა. კირკიტაძე “დინამოს” აკადემიის 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მაისუირთ 1 შეხვედრაც აქვს ჩატარებული.
კირკიტაძემ “ლოკომოტივში” 68 შეხვედრაში 9 გოლი და 20 საგოლე პასი მიითვალა.
GIPHY App Key not set. Please check settings