ინგლისის თასი „ლივერპულს“ დარჩა. „უემბლიზე“ გამართულ ფინალურ შეხვედრაში გოლი არ გასულა და „ჩელსისთან“ 120-წუთიანი ბურთაობა ლოგიკურად მივიდა პენალტების სერიამდე. 5-5 მცდელობიდან გუნდებმა თითო-თითო გააფუჭეს. დამატებით დარტყმებში იღბალმა მერსისაიდელებს გაუღიმათ და „ლივერპულმა“ 6:5 გაიმარჯვა.
ტუხელი: „ბიჭებს ვუთხარი, რომ ვამაყობ მათით. „ჩელსიმ“ 240 წუთი ითამაშა ფინალებში მსოფლიოს ყველაზე საშიში გუნდის წინააღმდეგ, ანგარიში კი 0:0-ია“.
კლოპი: „პენალტების სერიაში ვნერვიულობდი, ფრჩხილები აღარც მაქვს“.
„ლივერპულმა“ 2006 წლის შემდეგ პირველად მოიგო ინგლისის თასი. მას 8 მოგება აქვს, უფრო მეტჯერ გაუმარჯვიათ მხოლოდ „არსენალს“ და „მანჩესტერს“.
კლოპი გახდა „ლივერპულის“ პირველი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის თასი და ლიგის თასი. ინგლისში ასეთი რამ მხოლოდ ფერგიუსონს მოუხერხებია.
კლოპმა მოიგო მე-11 ტროფეი მწვრთნელის რანგში, აქედან 6 – „ლივერპულში“.
ჩელსი – ლივერპული 0:0 (პენ 5:6)
ჩელსი: მენდი, რუდიგერი, ალონსო, ტიაგო სილვა, ჯეიმსი, ჟორჟინიო. კოვაჩიჩი (66. კანტე), ჩალობა (106. ასპილიკუეტა), მაუნტი, ლუკაკუ (85. ზიეში), პულიშიჩი (106. ლოფტუს-ჩიკი/120. ბარკლი)
ლივერპული: ალისონი, ვან დაიკი (91. მატიპი), კონატე, რობერტსონი (111. ციმიკასი), ალექსანდრ-არნოლდი, ტიაგო ალკანტარა, კეიტა (74. მილნერი), ჰენდერსონი, დიასი (98. ფირმინო), მანე, სალაჰი (33. დიეგო ჟოტა)
GIPHY App Key not set. Please check settings