ბურთი ყველგან უნდა დაგორავდეს, რადგან ფეხბურთი ყველასია. ფეხბურთის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მისი მასობრიობაა, რომ რაც შეიძლება მეტ კუთხეში იყოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, მეტი მოზარდი დაკავდეს ამ სპორტით და ბავშვებს ფეხით კილომეტრების გავლა არ უწევდეთ ფეხბურთის სათამაშოდ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რეგიონალური განვითარების ფინდისა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით რაჭაში რამდენიმე ხელოვნურსაფარიანი და ბუნებრივ საფარიანი მოედანი გააკეთა და ამ ულამაზეს რეგიონში ფეხბურთის აღორძინებაც იწყება. რეგიონს, უკვე ყავს ქალთა საფეხბურთო კლუბი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის რანგით მეოერე დივიზიონში გამოდის და ძირითად აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. ახლა კი, რაჭაში კაცთა საფეხბურო კლუბის ხელახლა აღორძინება დაისახეს მიზნად.
“რაჭა” რეგიონალურ ლიგაში თამაშობდა, მაგრამ უსახსრობის გამო, გუნდმა ასპარეზობა შეწყვიტა. ახლა კი, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბექა ოშხარელის აქტიური მუშაობის შედეგად, გუნდი როტერდამის “სპარტასთან” თანამშრომლობს, რომელიც კლუბს სხვადასხვა სპორტული ინვენტარით ეხმარება. ბექა ოშხარელი sport4me.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, როტერდამული კლუბის წარმომადგენელი ნიკო დე ბროსტთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში რაჭის საფეხბურთო კლუბმა ასპარეზობა განააახლოს და მიზნებიც საკმაოდ ამბიციურია.
“პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენით დაინტერესებისთვის. ამ რეგიონს, ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ საფეხბურთო კლუბი ყავდეს. ბატონ ნიკო დე ბროსტს, რომელიც ჩვენი კარგი მეგობარია, გუნდის სპორტული დირექტორობაც შევთავაზეთ და “სპარტასთან” თანამშრომლობა მომავალში უფრო გაღრმავდება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ძალიან არის დაინტერესებული რეგიონში ფეხბურთის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით. ასევე, მაფლობას ვუხდით საფეხბურთო კლუბ ამბროლაურის რაჭის ხელმძღვანელს ელიზბარ კობახიძეს ამ საქმეში აქტიური ჩართულობისთვის. გუნდი, სავარაუდოდ მომავალი წლისთვის, რეგიონალურ ლიგაში განაახლებს ასპარეზობას და მიზანი მინიმუმ Crystalbet ეროვნულ ლიგა 2-ში თამაში იქნება. არ გვსურს, რომ ჩვენი წამოწყება მხოლოდ ამაზე იყოს ორიენტირებული. სამომავლო პერსპექტივაში გვინდა ჩვენი კლუბის ბავშვთა აკადემია.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენს საფეხბურთო კლუბს ყავს სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები, რომლებიც სხვადასხვა შეჯიბრებებზე წარმატებულად ასპარეზობენ. მწვრთნელები მუდმივად ცდილობენ პროფესიული განათლების გაუმჯბესებას, იღებენ მეტ გამოცდილებას და ზრუნავენ კლუბისა და ამ ბავშვების მომავალზე. ასევე, ბავშვთა ფეხბურთს დიდ ყურადღებას უთმობს კლუბის დირექტორი ელიზბარ კობახიძეც
მოკლედ, გეგმები სერიოზულია და ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ამ რეგიონში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობდეს”, – გვითხრა ბექა ოშხარელმა.
GIPHY App Key not set. Please check settings