in

თამაში ჩვენზე იქნება დამოკიდებული: ტორპედო თავიდანვე აგრესიულ შეტევას აპირებს

ქუთაისის „ტორპედომ“ ურთულეს ვითარებაში გაიარა ძალიან ძიერი მოწინააღმდეგე კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე და ახლა მეორე გამოცდა ელის. დღეს საღამოს ყაზახური „აქტობეს“ უნდა აჯობოს ქუთაისში. მატჩამდე „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

სტივ კინი:

„სარაევოსთან“ იყო ეპიზოდები, როდესაც ბოსნიელები გიჟურად გვიტევდნენ და დიდ ზეწოლას განვიცდიდით. დაცვით ტაქტიკაზე გადართვა ამიტომ მოგვიხდა. „აქტობესთან“ ეს სცენარი აღარ უნდა განმეორდეს, რადგან მეტოქეს აგრესიულად, მაღალი ინტენსივობით უნდა შევუტიოთ და ვეცდებით, ყველა მომენტი გამოვიყენოთ.

„აქტობეზე“ ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს. მოთამაშეებზე, მწვრთნელსა და ტაქტიკაზე. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ, ვფიქრობ, თამაში მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ისეთ შედეგს მივიღებთ, როგორც ვითამაშებთ.

„ტორპედოს“ ევროტურნირების მეორე ეტაპზე დიდი ხანია არ უთამაშია. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრის შექმნილი ატმოსფერო და ქალაქი, სადაც ეს გუნდი უყვართ“.

სტივ კინმა „აქტობეს“ ჩამოსვლის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტული სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე, მეტოქის დასახმარებლად კლუბმა ბევრი გააკეთა. საქმეში ჩაერთო ყველა, ვისაც დახმარება შეეძლო.

„ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩი დღეს საღამოს „შენგელია არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქმე გვაქვს კარგ გუნდთან და გვაქვს ჩვენი გეგმა: ვორსკლას უთამაშებლობა აფიქრებს

საქართველომ სანქცირებული თვითმფრინავი არ შემოუშვა: აქტობე დროულად ვერ წამოვიდა და აფრიკელი თავდამსხმელიც ვერ მოჰყავს – რა მოხდა?