საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიის წერას განააგრძობს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის გადამწყვეტი გოლი ჩვენი ნაკრების ნატურალიზირებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თალესმა გაიტანა.
Sport4me.ge თალესს გრონინგენში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.
“დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება მომდის ქართველებისგან. ეს ჩვენთვის ისტორიული თამაში იყო და მიხარია, რომ შევძელით გამარჯვება. ჩვენს გუნდში ერთიანი მუხტია და ეს დიდ ძალას გვაძლევს. ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ყველას საქართველო გვაერთიანებს.”-თქვა თალესმა
GIPHY App Key not set. Please check settings