in

თავიდან წინ გავუშვით და მერე ვერ დავეწიეთ: ბოლო დინამოა

თბილისის “ოლიმპიკის“ აუზმა ჩემპიონთა ლიგის მორიგ მატჩს უმასპინძლა: თბილისის „დინამომ“ მე-6 ტურის შეხვედრაში ჰანოვერის „ვასპო-98”-სთან წააგო.

ორივე გუნდს წინა 5 თამაში წაგებული ჰქონდა. შესაბამისად, ეს შეხვედრა არკვევდა ვინ დარჩებოდა ბოლოზე.

სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს და 3:0 დაწინაურდნენ. შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ამიტომ ჩვენებმა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ შეძლეს.

A ჯგუფის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) – „ვულიაგმენი“ (საბერძნეთი) 14:6
„ბარსელონეტა“ (ესპანეთი) – პრო რეკო (იტალია) 5:15
სპლიტის „იადრანი“ (ხორვატია) – „რადნიჩკი“ (სერბეთი) 10:10.

დინამო – ვასპო 98 11:14 (0:3, 5:5, 2:2, 4:4)

დინამო: რაზმაძე, გიორგაძე, ახვლედიანი (1), ძიხწიარენკა (2), ტყეშელაშვილი, ვლანოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (2), მალიშაუ, პიეშივაცი (1), გვეტაძე

“დინამომ” მომდევნო მატჩსაც შინ ჩაატარებს: 7 თებერვალს იტალიის “პრო რეკოს” გვესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი, ანდრონიკაშვილი და მაკფადენი ჩემპიონთა ლიგაზე გადაიკვეთნენ

რომასთან ველოდებით: ხვიჩამ ვარჯიში დაიწყო და დასვენებაც არ გამოიყენა