in

ზურიკო ისევ შეცვლაზე ათამაშეს – ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ 25-ე ტურში „ამიენს“ ესტუმრა და წაგებას წამატებულ დროში გადაურჩა – 1:1.
წინა შეხვედრის მსგავსად დავითაშვილი ისევ თადარიგში იყო, შეცვლაზე მხოლოდ 77-ე წუთზე შევიდა და აქტიურად თამაშობდა.
მისი შეფასებებია: sofascore – 6.7, flashscore – 6.3.
ამიენი – ბორდო 1:1
გოლები: ლანე (31), 1:1 ვეტრო (90+3)
„ბორდომ“ 32 ქულა დააგროვა, მე-13 ადგილზეა და 24 თებერვალს „გენგამს“ უმასპინძლებს.

საბერძნეთში, „ასტერასმა“ „პანეტოლიკოსს“ უმასპინძლა, სადაც ჯიმი ტაბიძე და ლევან შენგელია თამაშობენ. მატჩი ფრედ დასრულდა – 2:2.
ტაბიძე თადარიგში დარჩა, შენგელიამ კი თამაში დისკვალიფიკაციის გამო არ ყოფილა.

საბა ხვადაგიანმა „ნათანიამ“ ერთ-ერთ ლიდერს, თელ ავივის „მაკაბის“ უმასპინძლა და 1:5 დამარცხდა. 20 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასება მხოლოდ 5.4-ია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო დანიაში დანაკლისით და 12 კაცით გაფრინდა, იქ 14 იქნებიან

ნაპოლის ახალი მწვრთნელი ჰყავს: ნაცნობი, რომელსაც უკვე აქვს სხვა კარგი სამსახური