in

ზურიკო დავითაშვილიც იტალიაში?

“ტორინოს” გულშემატკივართა საიტმა Corriere Granata-მ ყურადღება “ბორდოში” მოასპარეზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილს მიაპყრო და მასზე წერილი გამოაქვეყნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში დიდი გავლენა იქონია, სეზონის ერთ-ერთი საინტერესო სიურპრიზია, დავითაშვილი, რომლის გვარის წარმოთქმა ასევე რთულია, კიდევ ერთი ქართველი ტალანტია და შეიძლება იტალიაში გადავიდეს – იურიჩის გუნდში მარჯვენა გარემარბად.

დავითაშვილს ახასიათებენ როგორც სწრაფ და კარგ შემტევს, ის მოძრაობებით თავის თანამემამულეს ძალიან მოგვაგონებს: იერიშისას სივრცის შესანიშნავად მოძებნის უნარითა და დასარტყმელი პოზიციის შერჩევის ალღოთი და ტურინულ გუნდს სწორედ ასეთი ფეხბურთელი სჭირდება – მკვეთრად გამოხატული დინამიკისა და სიტუაციის შემცვლელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“დინამოს” 17 წლამდე ლიგის გამარჯვებულია

ბექჰემმა კეინი დაიცვა