in

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-16 ტურში, სტუმრად ლიდერ “ჰავრთან” წაგებულ მატჩში (0:1), “ბორდოს” ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 25-ათასიანი სტადიონი “ოკეანე” პირთამდე გაივსო და მე-9 წუთზე მასპინძლები რიჩარდსონმა დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებს და მათ შორის დავითაშვილს მომენტები ჰქონდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ჰავრი” 67-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ საპასუხო გოლი ვერ გაიტანეს.

“ბორდო” “ჰავრს” 7 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი “სოშოს” დაუთმო, რომელიც ჟირონდელებს 2 ქულით უსწრებს და რომელსაც 30 დეკემბერს უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლოპი: მესი ყველა დროის საუკეთესოა

ეროვნულმა ლიგამ საუკეთესოები დაასახელა