მოახლოვდა მორიგი სანაკრებო პაუზა. საქართველოს ორ ძლიერ მეტოქესთან უწევს თამაში, თუმცა არცერთ მათგანს სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენმა ლეგიონერებმა კი სანაკრებო პაუზის წინ ბოლო მატჩები ჩაატარეს.
ფრანგულ ლიგა 2-ში „ბორდომ“ 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 3:1 დაამარცხა „ანესი“. ამაში ზურიკო დავითაშვილის წვლილიცაა. ჩვენიანმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ საგოლე პასი გააკეთა. ზურიკო 62-ე წუთზე შეცვალეს და საკმაოდ კარგი შეფასებაც მიიღო – 7.4.
ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ სტუმრად 1:2 დამარცხდა „ლეგანესთან. ქოჩორაშვილი მე-80 წუთზე შეცვალეს. მისი შეფასებაა 6.7.
პოლონეთში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ შინ 0:1 დაუთმო „შლიონსკის“. ქართველმა მცველმა 74-ე წუთამდე ითამაშა. შეფასება 6.3.
საუდის არაბეთში საბა კვირკველიას „ალ ახდუდიმ“ 2:1 მოუგო „ალ ჰაზემის“. კვირკველიამ ტრადციულად სრულად ითამაშა – 7.0.
თურქეთში გიორგი აბურჯანიას „ჰათაისფორმა“ თვით „გალათასარაის“ აჯობა – 2:1. აბურჯანია მხოლოდ 88-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში, დროის გაჭიანურების გამო, ყვითელი ბარათი მიიღო.
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-13 ტურში დავით ვოლკოვმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, მისმა “საბაჰმა” კი გასვლაზე “თურანს” 3:2 მოუგო.
ქართველმა ზუსტი დარტყმით თავი მე-9, 25-ე და 42-ე წუთებზე გამოიჩინა.
შედეგად, ვოლკოვი საქართველოს ნაკრებში შესანიშნავ ხასიათზე ბრუნდება., მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლია.
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფში „როტერჰემს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:0.
ჩაკვეტაძე მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგიმ მესამე საგოლე კომბინაცია წამოიწყო.
GIPHY App Key not set. Please check settings