ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ის გათამაშების ლიდერს, „ლავალს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
53-ე წუთზე დავითაშვილი კარის წინ გაიხსნა, მაგრამ თანაგუნდელმა ბურთი კარგად ვერ მიაწოდა. მე-60 წუთზე ზურიკო მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ „ლავალი “ მეკარემ გადაარჩინა. ზურიკოს შეფასება 6.8-ია.
„ბორდოს“ 4 მატჩია არ მოუგია და 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-13 ადგილზეა.
მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „მაგდებურგს“ შეხვდა – 1:1. ქართველმა თავდამსხმელმა მხოლოდ 85-ე წუთიდან ითამაშა.
ლა ლიგა 2-ში გიორგი ქოჩორაშვილი შეცვლაზე, 65-ე წუთზე შევიდა „ლევანტეს“ რიგებში, რომელმაც სტუმრად 2:0 დაამარცხა „ალბასეტე“.
ასევე შეცვლაზე ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, რომლის „ლეხმა“ შინ 4:1 აჯობა „პუშჩას“. ქართველი თამაში 73-ე წუთიდან ჩაერთო და 6.4 მიიღო.
საბა საზონოვის „ტორინო“ ტურინულ დერბიში „იუვენტუსთან“ 0:2 დამარცხდა. წინა ტურში დაშავებული საზონოვი მოულოდნელად განაცხადში მოხვდა, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის და განაცხადში გამოუვალი მდგომარეობის გამო შეიყვანეს.
არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძესაც, რომლის „უოტფორდი“ სტუმრად „კარდიფს“ დაუზავდა – 1:1.
საუდის არაბეთში კვლავ შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ. მისი გუნდი „ალ ახდუდი“ მილინკოვიჩ-სავიჩის, მიტროვიჩისა და მალკოლმის „ალ-ჰილალთან“ 0:3 დამარცხდა. მასპინძელთა მცველებში საუკეთესო შეფასება კვირკველიამ მიიღო (6.2).
კვიპროსის ჩემპიონატში აპოელ-მა სტუმრად „ოთელოსი“ 1:0 დაამარცხა. ლაშა დვალმა პირველი ტაიმი ითამაშა, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ იყო. აპოელ-ის ქართველი კაპიტანი ტრავმირებულია.
7 ტურის შემდეგ აპოელ-ს 14 ქულა აქვს და პირველზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings