საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი და შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა და ჯგუფი მეოთხე ადგილზე დაასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, ბათუმის “აჭარაბეთ არენას” საპრესკონფერენციოს დარბაზში თვით ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა, რომელმაც ჟურნალისტებთან მატჩი შეაფასა.
“მეტოქის დაუფასებლობა არ ყოფილა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები სათანადოდ ვერ შევაფასეთ. მეტოქემ შეძლო და ორი გოლი გაგვიტანა. ეს ფაქტია. რას შევცვლით? ახლა მთავარია შემდეგი შეხვედრისთვის მოვემზადოთ, რომელსაც ესპანეთის წინააღმდეგ ჩავატარებთ.”-თქვა ზლატანმა
GIPHY App Key not set. Please check settings