წარმატებული მატჩი ჰქონდა უნგრეთის თასზე ბუდუ ზივზივაძეს. 1/16 ფინალურ შეხვედრაში ბუდუს “ფეჰერვარი” “ზუგლოს” დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ბუდუმ აღნიშნულ შეხვედრაში ორი საგოლე პასი მიითვალა და ორივე შემთხვევაში ნემანია ნიკოლიჩს გაატანინა.
მიმდინარე სეზონში ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთის ჩემპიონატში 7 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს, თასზე კი მან პირველად ითამაშა. ბუდუს “ფეჰერვარი” მერვედფინალშია და სეგედს ხვდება, ჩემპიონატში კი 11 მატჩიდან 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
ზივზივაძემ საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings