თასის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა უნგრეთშიც, რომელშიც ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი ბერიძის “უიპეშტი” “პაკშს” დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მოგეხსენებათ, “პაკში” უნგრეთის თასის მოქმედი გამარჯვებული იყო. შარშან, მათ ფინალში “ფეჰერვარი” დაამარცხეს და იმ მატჩში “ფეჰერვარის” რიგებში ბუდუც თამაშობდა.
“უიპეშტისთვის” მატჩში მოვლენები ცუდად განვითარდა. 27-ე წუთზე აბდულაი დიაბიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 66-ე წუთზე იოზეფ ვინდეკერმა და გაიტანა. მალევე, “უიპეშტი” მოედანზე 10 კაცით დარჩა და 86-ე წუთზე ჟოლტ ჰარასტიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ასე რომ, ქართველების “უიპეშტისთვის” ერთადერთი შანსი ევროსარბიელზე მოხვედრის ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებაა.
GIPHY App Key not set. Please check settings