უნგრეთის ჩემპიონატში ქართველ შემტევებს-ბუდუ ზივზივაძესა და გიორგი ბერიძეს ბოლო ტურში კარგი თამაშები დაუფასდათ. უნგრულმა გამოცემა Csakfoci-მა უნგრეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც ორივე ქართველი მოხვდა.
გასულ ტურში, “უიპეშტმა” “პაკში” 3:1 დააამარცაა და გატანა ორივემ შეძლო. მეტიც, მათ ერთმანეთს გაატანინეს გოლები.
27 ტურის შემდეგ “უიპეშტს” 36 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings