ეროვნული ლიგის მეოთხე ტური ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ძალიან საინტერესო და რაც მთავარია უხვგოლიანი მატჩები ვიხილეთ. 4 შეხვედრაში 14 გოლი გავიდა.
ტური გორში “თენგიზ ბურჯანაძეზე” გაიხსნა. გათამაშების ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა ბათუმის “დინამომ” “სამტრედია” მიიღო და როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა. გოლები გიორგი ნიქაბაძემ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს.
ბათუმელები ოთხი ტურის შემდეგ, დაუმარცხებლები არიან და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. “სამტრედია” კი, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ აქვს და არც გოლი გაუტანია.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა ზესტაფონშიც. “დავით აბაშიძეზე” “სამგურალი” გორის “დილას” დაუპირისპირდა 1:2 დამარცხდა. ანგარიში შალვა ბურჯანაძემ გაიტანა. მეორე ნახევარში კი, ვანდერსონ სილვამ დაოსმან კამარამ გაიტანა. “დილა” ბათუმელებთან ერთად ისევ დაუმარცხებელია.
ქუთაისში ზიდანის გოლები ვიხილეთ. “ტორპედომ” “თელავს” უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა. რიონისპირელები ფადი ზიდანის დუბლით ბოლო წამებამდე იგებდნენ, მაგრამ მატჩის მიწურულს იმედა აშორტიამ შეძლო წონასწორობის აღდგენა.
ნამდვილი თრილერი ვიხილეთ “დინამო არენაზე”. თბილისურ დერბიში “დინამომ” “საბურთალო” 4:3 დაამარცხა. “დინამოელთაგან” გოლები ზორან მარუშიჩმა (2), გიორგი გაბედავამ და გიორგი პაპავამ გაიტანეს. “საბურთალოს” შემადგენლობაში კი, თავი შოთა ნონიკაშვილმა (2) და იური ტაბატაძემ გამოიჩინეს.
თბილისის “ლოკომოტივისა” და ქობულეთის “შუქურას” მატჩი დღეს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings