27 თებერვალს მომხდარმა ამბავმა მთელი ქართული სპორტული სამყარო, და არა მარტო სპორტული, შეძრა.
უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე სპორტის სასახლეს, რომელიც სექტემბერში გასამართი ევრობასკეტისთვის შენდება, ცეცხლი გაუჩნდა. იყო იმის საფუძვლიანი შიშიც, რომ ამის შემდეგ ჩვენს ქვეყანას ევრობასკეტის მასპინძლობა დაეკარგა.
ევრობასკეტისთვის მშენებარე ახალი სპორტის სასახლე იწვის
Sport4me.ge დეტალების გარკვევას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციასთან შეეცადა. პრეს-ატაშე ირაკლი პერტაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ზარალი დიდი არაა და საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა დარბაზი ევრობასკეტისთვის ვერ მოესწროს, არ არის.
“დარბაზთან დაკავშირებით ახალი ის არის, რომ საბედნიეროდ დიდი ზარალი არ გვაქვს. არც იმაზეა საუბარი, რომ დარბაზი ევრობასკეტისთვის ვერ მოესწრება”, – გვითხრა ირაკლი პერტაიამ.
მას რუსეთის ნაკრებზეც ვკითხეთ, რომელიც ჯგუფში ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანქციების გამო რუსეთი ფიბამ ყველა ტურნირიდან მოკვეთა. პერტაია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ fiba europe-გან ოფიციალურ წერილს ელოდებიან. შესაძლოა, რუსეთის ნაცვლად, ტურნირზე მონაწილეობა სხვა გუნდმა მიიღოს.
GIPHY App Key not set. Please check settings