„ნიუკასლი“ ზაფხულში „ვალენსიის“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე იმუშავებს – ინფორმაციას გამოცემა Fichajes-ი ავრცელებს.
„ზაფხულში „ნიუკასლი“ ახალი მეკარის შესაძენად ემზადება და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს განიხილავს, რადგან ლორის კარიუსსა და მარტინ დუბრავკას სეზონის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ. მეკარის გარდა, „ნიუკასლს“, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე პოზიციის გაძლიერება დასჭირდეს.
გუნდი განახლებას საჭიროებს და ეძებს ისეთ მეკარეს, რომელსაც შეუძლია ნიკ პოპს კონკურენცია გაუწიოს. „ნიუკასლის“ მწვრთნელმა, ედი ჰოუმ ამ პოზიციაზე „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ჩაინიშნა.
23 წლის მამარდაშვილი „ვალენსიაში“ სამი წლის წინ ჩაირიცხა და მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა – მიიჩნევენ, რომ ის დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ვარაუდობენ, რომ „ვალენსია“ მამარდაშვილის სანაცვლოდ (რომელსაც კონტრაქტი 2027 წელს ეწურება) 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს მოითხოვს. მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში „ვალენსიაში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა, გიორგი გუნდის ძირითადი მეკარე გახდა და ყველა ტურნირზე 96 შეხვედრაში კარი მშრალად 30-ჯერ შეინახა“, – წერს ესპანური გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings